ტექნოლოგია

მოხალვა იტალიური წესით

ცნობილია, რომ იტალიამ ყავის ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საქართველოში ამ გამოცდილების დანერგვის  მიზნით, მონდოს რეცეპტებისა და არომატის მიღებაში, იტალიური ყავის ორი უმსხვილესი ლაბორატიორია არის ჩართული. ტრადიციების და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ მივიღეთ მრავალფეროვანი და უნიკალური გემოს მქონე, მაღალი ხარისხის პროდუქტი - საქართველოში წარმოებული ყავა მონდო.

ავტომატიზირებული პროცესი

ყავა მონდოს  წარმოების მთლიანი პროცესი ავტომატიზირებულია. საწარმოში შემოსვლისთანავე ნედლეული  მაღალტექნოლოგიურ პროცესს გადის. პირველ რიგში, მწვანე ყავა იწმინდება და სუფთავდება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, იხალება, გრილდება და  კიდევ ერთხელ სუფთავდება. შემდეგ, ხდება ყავის სხვადასხვა სახეობის  მარცვალის შერევა და იქმნება ყავის უნიკალური კომბინაცია, რომელიც იფქვება და შესაფუთად მზადდება.

აღსანიშნავია, რომ ყავა მონდო  ორმაგ დასუფთავებას გადის, ხოლო  მოხალვის რეჟიმი ინდივიდუალურად განისაზღვრება ყავის მარცვლის წარმოშობისა და საბოლოო პროდუქტის სახეობიდან გამომდინარე.  ყავის მარცვლების კომბინაციის ინდივიდუალური ფორმულა, დამუშავების მაღალი ტექნოლოგია, მოხალვის იტალიური ტრადიცია და გამოცდილი ტექნოლოგები ამ პროცესს უნიკალურს ხდის.

ხარისხიანი შეფუთვა

ყავის ინდივიდუალური გემოსა და სურნელის შენარჩუნებას მოხალვის პროცესთან ერთად შესაფუთი მასალაც უზრუნველყოფს.

მონდოს  შემთხვევაში გამოყენებული იტალიური, სპეციალური  სამფენოვანი ყავის შესაფუთი მასალა, სრულად უნარჩუნებს მას თავდაპირველ გემოსა და არომატს.