კომპანია

მონდო - ყავა ურთიერთობისთვის.

ყავის მარცვლებით შექმნილი სრულყოფილება.

ჰორეკა

მონდო სასტუმროებს, რესტორნებსა დაკაფეებს მრავალფეროვანი სახეობების პრემიუმ ხარისხის ყავას სთავაზობს. ყავის მოსამზადებლად საჭირო აღჭურვილობა, ბრენდირებული ჭურჭელი, სერვისი და მუდმივი ტრენინგი, ყავა მონდოს განუმეორებელ და საიმედო პარტნიორად ხდის.

საცალო

მონდომ სწაფად მოიპოვა ყავის მოყვარულთა ფართო აუდიტორია. გამორჩეული გემოს მქონე პრემიუმ ხარისხის ყავის მარცვლები არავის ტოვებს გულგრილს. ელეგანტური და დახვეწილი შეფუთვა კი, ყოველთვის იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს განწყობაზე და გიქმნით სასიამოვნო გარემოს.

საბითუმო

მსხვილი საბითუმო ქსელების მომხმარებლებისთვის ყავა მონდო ოპტიმალური ვარიანტია და მისი სახით საიმედო პარტნიორი გეყოლებათ. საბითუმო ვაჭრობისთვის მონდოს მრავალფეროვანი პროდუქცია ადგილზე მოგეწოდებათ 10 კგ-იან სპეციალურ შეფუთვებში, რაც მონდოსთან საქმიან ურთიერთობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

მონდოს მაღალი ხარისხი თანამედროვე ტექნოლოგიების გარდა, პროფესიონალთა გუნდსაც გულისხმობს, რომელიც მის წარმოებაში არის ჩართული. კვების პროდუქტის უვნებლობისა და უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიამ დანერგა ISO22000-სა და HACCP-ის სტანდარტები. მონდო სპეციალური ყავის ევროპის ასოციაციისა (SCAE) და საერთაშორისო ყავის ორგანიზაციის (ICO) წევრია. ამ ორგანიზაციების წევრობა ხშირ ტრენინგებსა და შეხვედრებს გულისხმობს, სადაც ყავის წარმოების წამყვანი კომპანიები პროდუქტთან დაკავშირებით ყველა სიახლეს განიხილავენ.

BB Company 2002 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საქართველოში იტალიური ყავის და პროფესიონალური სამზარეულოს/ბარის აღჭურვილობის იმპორტთან არის დაკავშირებული. 2015 წელს, საქართველოში ყავის მოხმარების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზანით, BB Company ყავის საკუთარი საწარმო გახსნა და ყავა მონდოს წარმოება დაიწყო.
დღეს BB Company არაერთი ყავის საერთაშორისო ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრია. უახლოეს მომავალში მის ისტორიას ახალი ფურცელიც დაემატება - მონდოს ბრენდის კაფე-მაღაზიათა ქსელი, სადაც ყავის მოყვარულებს გემრიელი და განსხვავებული ყავის შეძენასთან ერთად, მეგობრების მოწვევაც შეეძლებათ ფინჯან ყავაზე.

საკუთარი ბრენდი და ინდივიდუალური შეფუთვა

HORECA (სასტუმრო/რესტორანი/კაფე) საცალო, თუ საბითუმო ბიზნესის მფლობელებს, რომლებიც ყავის საკუთარი ბრენდის შექმნით და მის სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვით არიან დაინტერესებულნი, მონდო უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენს ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ ყავის სასურველი გემო და თქვენთვის სასურველი სახელწოდებით შექმნათ ყავის ახალი ბრენდი. მონდოს გუნდი და საწარმო კი, დაგეხმარებათ ინდივიდუალური შეფუთვის დიზაინით აწარმოოთ თქვენი პროდუქტი.